ფეხბურთი

13:03 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოკა-კოლას თასი 2019 - თბილისის ეტაპი დასრულდა

27 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „კოკა-კოლას თასი 2019“-ის გათამაშებაზე თბილისის სკოლებს შორის ფინალური სერიის შეხვედრები გაიმართა. დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე „კოკა-კოლას თასი 2019“-ის ფინალურ ეტაპზე კვარიათში 217-ე, 39-ე, 164-ე და აფზახეთის მე-3 სკოლის გუნდები გაემგზავრებიან.

გუშინვე თბილისის მასშტაბით გოგონათა უძლიერესი გუნდი გამოვლინდა. დედაქალაქის სახელს კვარიათში 146-ე სკოლა დაიცავს.

ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და „კოკა-კოლას" პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ გადასცეს.

„კოკა-კოლას თასი 2019“ ფინალური ეტაპი ივნისის თვეში ქალაქ ბათუმში გაიმართება. მონაწილე გუნდები კი, ერთი კვირის განმავლობაში კვარიათში იცხოვრებენ. წლევანდელ ტურნირში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობას 1000-ზე მეტი სკოლის 13 ათასზე მეტი მოსწავლე იღებდა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი, გამარჯვებული 12 გუნდს შორის გამოვლინდება.

www.gff.ge

0.117917