ფეხბურთი

12:17 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გატუზო „მილანიდან“ მიდის

სამშაბათს, 28 მაისს, „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ კლუბიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. მას „მილანთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა დარჩენილი თვეების კომპენსაციის აღებას არ აპირებს.

„დიახ, ეს სიმართლეა. იმიტომ, რომ ჩემი „მილანთან“ დამოკიდებულება არასოდეს გაიზომება ფულით, - უთხრა გატუზომ La Repubblica-ს, - ძალიან რთული იყო ჩემთვის „მილანიდან“ წასვლის გადაწყვეტა, მაგრამ ეს უნდა გამეკეთბინა. ეს ჩემი გააზრებული არჩევანია. 18 თვე, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე გავატარე, დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.“

ახლადდამთავრებულ იტალიის ჩემპიონატში, „მილანმა“ მე-5 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100647