ფეხბურთი

10:50 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სმიტმა სამეფო ნიშანი მიიღო

„ასტონ ვილამ“ ორშაბათს, „უემბლიზე,“ ჩემპიონშიფის გადმოსასვლელი პლეი ოფის ფინალში, „დერბი ქაუნთი“ 2:1 დაამარცხა და სამწლიანი შესვენებს შემდეგ პრემიერლიგას დაუბრუნდა. „ეს ჩვენი ადგილია, „ასტონ ვილა“ ყოველთვის პრემიერლიგაში უნდა იყოს.“ - თქვა შემდეგ ბირმინგემელთა მწვრთნელმა, დინ სმიტმა.

მატჩს პრინც უილიამიც ესწრებოდა, რომელიც „ვილას“ მხურვალე გულშემატკივარია. საფინალო სასტვენის შემდეგ მისმა ზღვარგადასულმა ემოციებმა მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთ-პორტალების პირველი გვერდები ააჭრელა.

ბრიტანელთა იუმორი მოგეხსენებათ და „ვილას“ ფანებმა ტვიტერში უკვე გამოაცხვეს ფოტო, რომელზედაც პრინცი სმიტს რაინდად აკურთხებს. ისინი ამბობენ, რომ პრინცის ქცევა სამეფო ნიშანია და უილიამი რაიმეთი აუცილებლად დააჯილდოვებს სმიტს.

თავად სმიტმა კი ერთობ ემოციური სიტყვები თქვა: „პრინცი ჯერ არ მინახავს, მაგრამ სიამოვნებით შევხვდებოდი. მინდა ვუთხრა, რომ მართალ გუნდს გულშემატკივრობს.

მამაჩემი დემენციითაა დაავადებული (დემენცია - მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესება) და არ იცის, რომ „ასტონ ვილას“ მწვრთნელი ვარ. ამას წინებზე ვუთხარი, აუცილებლად გავხდები პრემიერლიგის მწვრთნელი - მეთქი. მან თვალები გააღო და გამიცინა.“ - უთხრა სმიტმა ჟურნალისტებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123863