ფეხბურთი

9:05 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს

ბრაზილიის ნაკრების მთავარვარსკვლავი, ნეიმარი, არ იქნება ეროვნული გუნდის კაპიტანი ყატართან და ჰონდურასთან ამხანაგურ მატჩებში, აგრეთვე მომავალ კოპა ამერიკაზე - გვამცნობს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი. ეს ამბავი „პენტაკამპეონთა“ მთავარ მწვრთნელ ტიტეს ნეიმარისთვის უკვე უთქვამს.

უახლოეს მატჩებში ბრაზილიელებს დანი ალვეში უკაპიტნებს, რომელსაც დღევანდელ შემადგენლობასი მყოფი ფეხბურთელებიდან ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი - 138 მაჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს კი მას ბრაზილიელთათვის შარშან მარტში, გერმანელების წინააღმდეგ უკაპიტნია.

კოპა ამერიკა ბრაზილიასი გაიმართება 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით. ბრაზილიელების მეტოქეები A ჯგუფში ბოლივიის, ვენესუელისა და პერუს ეროვნული გუნდები იქნებიან.

0.119712