კალათბურთი

23:00 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისი 2010” ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

სუპერლიგის ფინალურ სერიაში “ქუთაისი 2010” დაწინაურდა. მთავარი მწვრთნელის გარეშე მყოფმა იმერულმა კლუბმა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში თბილისის “დელტა” 83:74 დაამარცხა და ჩემპიონობას 1 მოგებით მიუახლოვდა. სერიის წინა მატჩში მსაჯთან შეკამათების გამო ქუთაისელები მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის გარეშე თამაშობდნენ, თუმცა გუნდმა საკმაოდ გამართულად ითამაშა, რასაც “დელტას” შეცდომებიც დაერთო და ნახსენები შედეგიც დაფიქსირდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დარბაზში შეკრებილმა საკმაოდ ბლომად მაყურებელმა ბრძოლა და ლამაზი მომენტებით გაჯერებული მატჩი იხილა. თბილისელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდი 27:20 მოიგეს. 2-წუთიანი შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა თამაში გამოასწორეს და ინიციატივას დაეუფლნენ. ათწუთეული სტუმრებმა 24:13 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მესამე პერიოდის დასაწყისში “დელტამ” ლიდერობა მოიპოვა, თუმცა ქუთაისელები დაცვაში მაგრად დადგნენ და წინ გაჭრილ მასპინძლებს მალევე გაუთანაბრეს. თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ლიდერი წამდაუწუმ იცვლებოდა და ბოლო პერიოდის წინ ქუთაისელებს 2-ქულიანი უპირატესობა შერჩათ. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. “დელტას” მოთამაშეების რამდენიმე შეცდომა ქუთაისელებმა კარგად გამოიყენეს და ბოლოსწინა წუთზე მოპოვებული 7-ქულიანი ლიდერობით გამარჯვება გაინაღდეს.

საბოლოოდ იმერულმა კლუბმა9 ქულით – 83:74 იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. გამარჯვებაში თითოეულმა ქუთაისელმა შეიტანა თავისი წვლილი. ბურთი სულ 6-მა კალათბურთელმა ჩააგდო, რომელთაგანაც ყველამ მიაღწია 10-ქულიან ბარიერს. 18 ქულა გიორგი ბარბაქაძემ მოაგროვა, ელჯეი ბუსის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. 15 ქულით გამოირჩა აკაკი ლომოური. დელტელთაგან 17 ქულით ერიკ ნოთიჯი გამოირჩა, ხოლო ბექა ბექაურმა 16 ქულა მიითვალა.

ფინალური სერიის მე-4 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 28 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

დელტა – ქუთაისი 74:83

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111441