ფეხბურთი

1:15 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს რომ იყოს, თამაში შემიძლია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ინგლისელი ფეხბურთის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და ფინალი დღეს რომ იმართებოდეს, მოედანზე გასვლა შეუძლია.

„პარასკევიდან ვვარჯიშობ და ვფიქრობ კარგად ვარ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს რომ იყოს, შემიძლია ვითამაშო. ჩემი დაკვირვებით კარგად ვარ და ვნახოთ ამ კვირაში რა მოხდება“, - აღნიშნა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი „სიტისთან“ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში დაშავდა და ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა. „ტოტენჰემისა“ და „ლივერპულის“ ფინალური შეხვედრა კი პირველ ივნისს, მადრიდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10974