ფეხბურთი

0:49 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ივნისში გასამართი მატჩებისთვის ცნობილია. რობერტო მანჩინიმ „სკუარდა აძურაში“ 33 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა მათ შორის არაა მარიო ბალოტელი. გარდა ამისა, აპენინელებს ტრავმის გამო ჯანლუიჯი დონარუმაც დააკლდებათ.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), პიერლუიჯი გოლინი (ატალანტა), სალვატორე სირიგუ (ტორინო), ანტონიო მირანტე (რომა)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მატია დე შილიო (იუვენტუსი), ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (ატალანტა), ალესიო რომანიოლი (მილანი), ლეონარდო სპინაცოლა (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (კალიარი), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (სასუოლო), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარავი (რომა), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოიზე კინი (იუვენტუსი), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), მატეო პოლიტანო (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ნაკრები 8 ივნისს, ათენში, საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო სამი დღის შემდეგ ბოსნიას ტურინში უმასპინძლებს.

სტატისტიკა
0.279258