სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

3:08 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა 77-ე გამარჯვება ლაუდას სულისკვეთებით მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლუის ჰამილტონმა დაძაბულ ბრძოლაში შეძლო მონაკოს დიდი პრიზის მოგება და ეს გამარჯვება, რომელიც მის კარიერაში 77-ეა, ნიკი ლაუდას ხსოვნას მიუძღვნა. მაგრამ „მერსედესმა“ დუბლით გამარჯვება ვერ შეძლო.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა რბოლის მიწურულს, მაქს ფერსტაპენის შეტევებს გაუძლო და ამ სეზონში მეოთხე რბოლის მოგებით, თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა.

საბოლოოდ, ფერსტაპენი მეორე ადგილს დასჯერდა, მომდევნო ადგილები კი სებასტიან ფეტელმა და ბოტასმა დაიკავეს. მაგრამ პიტ სტოპის დროს, პიუტლეინზე მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც ჰოლანდიელს კონტაქტი ჰქონდა (პიტ სტოპიდან სახიფათო გამოსვლა) ბოტასთან და მას საბურავი დაუზიანა, სტიუარდებმა ის 5 წამით დააჯარიმეს.

ამის გამო, ფერსტაპენმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ფეტელმა და ბოტასმ კი შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. სხვათა შორის, იმ ინციდენტის გამო, ბოტასი ბოქსებში მალე მეორედ შევიდა, თუმცა რბოლას მეოთხე პოზიციაზე დაუბრუნდა და ის ფინიშამდე შეინარჩუნა.

„ეს ყველაზე რთული რბოლა იყო, რაც კი ოდესმე მქონია. ნიკის სულისკვეთებით ვიბრძოდი. ვიცი, ის ზემოდან დაგვცქეროდა და ქუდიც მოიხადა. ვცდილობდი, ყურადღებით ვყოფილიყავი“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც ამ მოგებით 137 ქულა დაუგროვდა. ზედიზედ მეექვსე გამარჯვების შემდეგ, „მერსედესი“ „ფერარის“ უკვე 118 ქულას უგებს.

სხვათა შორის, ფერსტაპენი ჰამილტონსაც დაეჯახა, როცა ისინი გვირაბის შემდგომ, შიკეინში შესვლას ცდილობდნენ. ჰოლანდიელმა გასწრება სცადა, მაგრამ ლიდერმა ამის საშუალება არ მისცა. „რედ ბული“ წინა მარჯვენა ბორბლით, „მერსედესის“ უკანა მარცხენას შეეხო. ორივეს მოსახვევის მოჭრა დასჭირდა, მაგრამ ბედად, ორივემ გზის გაგრძელება შეძლო. სტიუარდებმა ამჯერად არავინ დააჯარიმეს.

ჰამილტონს საქმე გუნდმა გაურთულა, როცა პიტ სტოპისას, მედიუმ საბურავები დაუყენა. ეს იმ დროს, როცა მისი მეტოქეები ჰარდზე გადავიდნენ. „არ ვიცი, რაზე ფიქრობდით ბიჭებო, როცა ეს საბურავები დამიყენეთ. ალბათ სასწაულის იმედზე იყავით“, - უკმაყოფილო ჰამილტონმა თავის გუნდს რადიოთი უსაყვედურა. სასწაულში მას მონაკოს ვიწრო ტრასა დაეხმარა, სადაც გასწრება უკიდურესად ძნელია.

„მაქსმა შესანიშნავად იასპარეზა. მე ალბათ 30-ჯერ მაინც, ავარიის შანსი მქონდა და კმაყოფილი ვარ, რომ ასე არ მოხდა. ერთი-ორჯერ კედელსაც შევეხე. მუდმივად უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ ვიყავი, მაგრამ გავუძელი“, - ყვება ჰამილტონი.

მონაკოს დიდი პრიზი

მონაკო, დისტანცია 260.286 კმ (3.337 კმ, 78 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:43:28.437 (150.928 კმ/სთ)
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 2.602
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 3.162
  4. მაქს ფერსტაპენი* (ჰოლანდია, რედ ბული) 5.537
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 9.946
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 53.454
  7. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 54.574
  8. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 55.200
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:00.894
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:01.034
  11. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:06.801
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  16. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  18. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1 წრე
  19. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2 წრე
  20. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 62 წრე

უსწრაფესი წრე: პიერ გასლი - 1:14.279 (72-ე წრე, 161.730 კმ/სთ)

*შენიშვნა - +5 წამით დაჯარიმდა

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 137 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 113; 3. სებასტიან ფეტელი - 82; 4. მაქს ფერსტაპენი - 78; 5. შარლ ლეკლერი - 57; 6. პიერ გასლი - 32; 7. კარლოს საინსი - 18; 8. კევინ მაგნუსენი - 14; 9-10. სერხიო პერესი და კიმი რაიკონენი - 13; 11. ლანდო ნორისი - 12; 12. დანიილ კვიატი - 9; 13-14. დანიელ რიკარდო და ალექსანდერ ალბონი - 7; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 16. ლანს სტროლი - 4; 17. რომენ გროჟანი - 3; 18-20. ანტონიო ჯოვინაცი, ჯორჯ რასელი და რობერტ კუბიცა - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 250 ქულა; 2. ფერარი - 139; 3. რედ ბულ-ჰონდა - 110; 4. მაკლარენ-რენო - 30; 5. რეისინგ პოინტ-მერსედესი და ჰაას-ფერარი - 17; 7. ტორო როსო-ჰონდა - 16; 8. ალფა რომეო-ფერარი - 13; 8. რენო - 13; 10. უილიამს-მერსედესი - 0.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.199272
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X