კალათბურთი

23:59 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის საერთო კრება ჩატარდა

26 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის, საერთო კრება ჩატარდა.

შეხვედრას ესწრებოდა 41 წევრი, პირველ საკითხად განხილული იქნა წესდების ცვლილება.

ახალი წესდება ერთხმად იქნა მიღებული, ასევე გაიზარდა გამგეობის წევრთა რაოდენობა. ახალი გამგება შედგება 9 წევრისგან: ლაშა გამყრელიძე, ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ბესიკ ლეჟავა, ლაშა ფარღალავა, რიჩარდ მათიაშვილი, ნუგზარ აბულაძე, დუდა სანაძე და მანუჩარ მარკოიშვილი.

დღის მთავარი საკითხების შემდეგ, სამუშაო ფარგლებში განხილული იქნა სხვადასხვა საკითხები რომელიც მოთამაშეთა მხრიდან იქნა დაყენებული.

დღევანდელ შეხვედრას სუპერლიგის, ა-ლიგის და ასაკობრივი ნაკრების კალათბურთელები დასწრნენ.

მომდევნო სეზონისთვის დაგეგმილია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე გატანილი იქნას:

მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესება ა-ლიგასა და სუპერლიგაში, ასევე ორივე ლიგაში გადაიხედოს ლეგიონერთა ლიმიტი.

მესამე საკითხი კი გახლავთ, გუნდებში 22 წლამდე მოთამაშეების ყოლა.

ყოველივე ზემოთ ხსენებულზე ფედრაციასთან მოთამაშეების სურვილებს უშუამდგომლებს საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია.

www.gbf.ge

Loading...
0.128909