ფეხბურთი

18:40 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიის მესამე დივიზიონში მსაჯმა გოლი გაიტანა და ჩათვალა... (+VIDEO)

წარმოუდგენელი ფაქტი მოხდა ჰოლანდიის მესამე დივიზიონში „ჰარკემას ბოიზისა“ და „ჰოეკის“ შეხვედრაში. ეს შეხვედრა მასპინძლებმა 4:2 მოიგეს, მაგრამ მათ კარში ორიდან ერთი გოლი მსაჯმა გაიტანა.

დიახ, შეხვედრის მთავარმა არბირტმა მაურის პაარჰუისმა მისდა უნებლიედ მეტოქის კარში გადაგზავნა ბურთი და პატივცემულმა პაარჰუისმა გოლი ჩათვალა... სრულიად სამართლიანად, რადგან მოქმედი წესებით მსაჯის მიერ ბურთთან კონტაქტი ჩვეულებრივი საფეხბურთო ელემნტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126217