ფეხბურთი

17:19 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: "მანჩესტერ იუნაიტედი" დე ლიხტის არ დაიმატებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" მცველი მატის დე ლიხტი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ გადაბარგდება. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ გამორიცხა დე ლიხტის ტრანსფერი, რადგან მიიჩნევენ, რომ მატისი "ბარსელონაში" გეგმავს გადასვლას.

გუშინ ესპანურმა რადიო RAC1-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჰოლანდიელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერი უახლოეს მომავალში დადასტურდება. ესპანეთის თასის ფინალური დაპირისპირების შემდეგ კი კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბი ფეხბურთელების დამატებას გააგრძელებს, თუმცა არაფერი დაუკონკრეტებია.

დე ლიხტი "აიაქსის" რიგებში ბოლო სამი წელიწადია რეგულარულად თამაშობს და გუნდის კაპიტანია. აწ უკვე გასულ სეზონში მატისმა ამსტერდამელთა წარმატებულ თააშში ტავისი წვლილი შეიტანა. გუნდი ერედივიზიონის გამარჯვებული და თასის მფლობელი გახდა. ასევე, "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა,სადაცა "ტოტენჰემთან" დამარცხდა. მატისმა ჯამში 55 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116454