ფეხბურთი

13:47 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" დიაშით დაინტერესდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" 22 წლის მცველს, რუბენ დიაშს თვალი დაადგა. ინგლისელები ახალგაზრდა მცველით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც "ნაპოლიმ" კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ 150 გირვანქა სტერლინგი მოითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია Mirror-მა გაავრცელა.

სენეგალის ეროვნული ნაკრების მცველის სანაცვლოდ "მანჩესტერი" 85 მილიონს იხდიდა, თუმცა იტალიელებმა უარით გაისტუმრეს. "ბენფიკამ" კი გასულ სეზონის დაწყებამდე "ლიონს" დიაშის ტრანსფერში შეთავაზებულ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგზე უარი განაცხადა და ფეხბურთელის დათმობას 60 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

რუბენი "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში დიაშმა 55 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122078