ფეხბურთი

12:48 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსი "ნაპოლის" ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დრის მერტენსმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბოლონიასთან" წაგებულ (2:3) მატჩში ერთი გოლი გაიტანა და კლუბის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა. ბელგიელს 109 გოლი დაუგროვდა და ატილა სალუსტროს შედეგი (108) გააუმჯობესა.

მატჩის შემდეგ თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდორობაა და შემდეგ სეზონში მარეკ ჰამშიკის შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება. სლოვაკმა ფეხბურთელს 121 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მეორე ადგილზე დიეგო მარადონაა 115 გოლით. მერტენსმა მიმდინარე სეზონში 47 მატჩში 19 გოლი გაიტანა და მომდევნო სათამაშო წელს ბომბარდირობისთვის 13 გოლი სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120229