ავტოსპორტი

3:48 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონმა მონაკოს პოული ლაუდას მიუძღვნა

ლუის ჰამილტონმა მონაკოს დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში საუკეთესო დრო დააფიქსირა და ამ სეზონში მეორე რბოლას დაიწყებს პოულ პოზიციიდან. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, თავის კარიერაში 85-ე პოული, ნიკი ლაუდას ხსოვნას მიუძღვნა.

გამარჯვებულს სულ რაღაც, 0.086 წამით ჩამორჩა მისივე თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი, ვისაც წინა ხუთ ეტაპზე, სამი საკვალიფიკაციო რბოლა აქვს მოგებული. ერთადერთხელ პოულზე „ფერარის“ შარლ ლეკლერი იდგა (ბაჰრეინში). „მერსედესი“ დუბლით მეექვსე რბოლის მოგებასაც გეგმავს და თუ ეს შეძლო, ამ მოგებას, თავისი არააღმასრულებელი დირექტორის, ლაუდას ხსოვნას მიუძღვნის.

„ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოულია. მას ნიკის ვუძღვნი“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც საუკეთესო დრო სესიის მიწურულს, ბოლო ცდაზე დააფიქსირა.

სტარტზე მესამე პოზიციას მაქს ფერსტაპენი დაიკავებს, რომელმაც ჰამილტონზე 0.475 წამით უარესი დრო აჩვენ და რაც მთავარია, უკან ჩამოიტოვა სებასტიან ფეტელი. „ფერარის“ პილოტი ბოლო ცდაზე შეცდა, მანქანა „გაექცა“ და ზღუდეს უკანა მარჯვენა ბორბლით ოდნავ შეეხო. თუმცა გზის გაგრძელება მაინც შეძლო.

მისგან განსხვავებით, არ გაუმართლა მის მონაკოელ თანაგუნდელ ლეკლერს, რომელმაც პირველი საკვალიფიკაციო ბარიერიც კი ვერ გადალახა. ეს კი გუნდის ბრალია, რადგან ჩათვალეს, რომ მის მიერ ნაჩვენები შედეგი, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. არადა, ლეკლერს მესამე პრაქტიკაზე საუკეთესო დრო ჰქონდა.

„გარისკვა მომიწევს და ეს ერთადერთი რამაა, რითაც საქმის გამოსწორებაა შესაძლებელი. გასწრებისას ექსტრემალური ვიქნები. მხოლოდ ასე თუ მივაღწევ საწადელს, რადგან აქაურ ვიწრო ქუჩებში გასწრება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა ლეკლერმა.

მონაკოს დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:10.166
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:10.252
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:10.641
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:10.947
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:11.041
  6. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:11.109
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:11.218
  8. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:11.271
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:11.417
  10. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:11.653
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:11.670
  12. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:11.724
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:12.027
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:12.115
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:12.185
  16. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:12.149
  17. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:12.233
  18. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:12.846
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:13.477
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:13.751
0.116652