სხვა

0:55 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადა ფინეთს შეხვდება

შაბათს, სლოვაკეთში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალები გაიმართა. პირველ მატჩში რუსები ფინელებს ხვდებოდნენ. ბრძოლა თითქოს თანაბარი იყო და პირველ ორ პერიოდში გოლი არ გასულა. მესამეში კი ფინელებმა ერთადერთი შაიბა გაიტანეს (მარკო ანტილა) და ფინალში გავიდნენ.

მეორე ნახევარფინალში კანადელებს ჩეხებთან დიდად არ გასჭირვებიათ, 5:1 დაამარცხეს და 26 მაისს, ფინალში, თბილისის დროით, 22 საათსა 15 წუთზე ფინელებს შეხვდებიან.

რუსები და ჩეხები კი იმავე დღეს მესამე ადგილისთვის 17:15-ზე ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114983