ფეხბურთი

23:22 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ალეგრით დაინტერესდა

იტალიელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს. როგორც Tuttomercatoweb-ი იუწყება, "როსონერის" გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი უკვე დაუკავშირდა ალეგრის კლუბის დაინტერესებასთან დაკავშირებით, თუმცა მასიმილიანოს პოზიცია უცნობია.

ალეგრი "მილანს" 2010-14 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით "როსონერიმ" 2010/11 წლების სეზონში მოიგო სერია A. მას შემდეგ იტალიურ კლუბს წარმატებისთვის არ მიუღწევია. ალეგრი კი ბოლო ხუთი წელიწადი "იუვენტუსში" მუშაობდა, იტალიის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, ხოლო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა.

0.110849