ფეხბურთი

23:00 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა შესაძლოა "ვისელ კობე" ჩაიბაროს

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შესაძლოა იაპონური კლუბი "ვისელ კობე" ჩაიბაროს. Goal-ის ინფორმაციით, აზიურმა კლუბმა ფრანგ სპეციალისტს ორწლიანი კონტრაქტი და ოთხი მილიონი ევრო შესთავაზა. "ვისელ კობეში" ამჟამად დავიდ ვილია, ლუკას პოდოლსკი და ანდრეს ინიესტა თამაშობენ.

ვენგერი ლონდონის "არსენალამდე" იაპონურ "ნაგოიაში" მუშაობდა ორი ტიტული მოიპოვა. ინგლისურმა გუნდმა კი არსენლის ხელმძღვანელობით 22 წლის განმავლობაში 17 ტურნირი მოიგო, მათ შორის პრემიერლიგა - სამჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11673