სხვა

21:00 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე მოსკოვური ტურნირის საუკეთესო რვა მოფარიკავეს შორის მოხვდა

რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე გრან პრიზე ხმლით ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ ლუკა კურატოლისთან 12:15 დამარცხდა.

ამგვარად, სანდრომ პრესტიჟული შეჯიბრი რვა საუკეთესო მოფარიკავეს შორის დაასრულა და განახლებულ, როგორც – FIE-ს, ასევე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში, ორშაბათიდან უკეთეს პოზიციაზე იქნება.
ცნობისთვის, მეოთხედფინალამდე, ბაზაძემ მოსკოვში სამი მეტოქე დაამარცხა: რუსები ანატოლი კოსტენკო (15:13) და ბორის სავიჩი (15:8) და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სზილაგი (15:10).
დღესვე, “მოსკოვის ხმალში” წარმატებული სტარტი აიღეს საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა. ლიკა ჯიჯეიშვილმა გზიდან ჩინელი იანგჯია მა (15:12) და ჰონგ კონგელი სინ იანგ აუ (15:13) ჩამოიცილა, თეოდორა კახიანმა კი ინდოელ ანანდა ჩადალავადასა (15:12) და უკრაინელ იულია ბაკასტოვას (15:8) აჯობა.
მე-3 რაუნდში, ჯიჯეიშვილი რუს იანა ეგორიანთან 6:15 დამარცხდა, ხოლო კახიანი – ამერიკელ ანა-ელიზაბეთ სთოუნს ვერ გაუმკლავდა 10:15.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113564