სხვა

14:40 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ ტოჩინოშინის წარმატებას გამოეხმაურა: "გილოცავთ ჩემო ქართველებო!"

ქართველმა სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) ოძეკის ტიტულის დაბრუნებას გამოეხმაურა.

გაგამარუმ სოციალურ ქსელში გამარჯვება სუმოს გულშემატკივრებს, განსაკუთრებით კი ქართველებს მიულოცა.

„გილოცავთ ყველას. ძალიან გვანერვიულა, თუმცა ნამდვილად ღირდა ამ სიხარულის ფასად. ყველა გულშემატკივარს გილოცავთ, მაგრამ განსაკუთრებით თქვენ გილოცავთ ჩემო ქართველებო“, - დაწერა გაგამარუმ.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშუს მე-14 საშეჯიბრო დღეს იოკუძუნა კაკურიუ დაამარცხა, მეათე გამარჯვება მოიპოვა და ოძეკის წოდება ოფიციალურად დაიბრუნა.

Loading...
0.116783