ჭიდაობა

15:00 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები ყაზახურ ტურნირზე იასპარეზებენ

25-26 მაისს, ყაზახურ ალმა-ატაში UWW-ს ეგიდით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლატ ტორლუხანოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

შეჯიბრება მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში გაიმართება 60-67-77-87-130 კგ.

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს.
60 კგ. - რამაზ სურმანიძე, დათო ჩხარტიშვილი
67 კგ. - საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე
87 კგ. - რობერტ კობლიაშვილი, გურამ ხეცურიანი
97 კგ. - გიორგი მელია, რევაზ ნადარეიშვილი
130 კგ. - იაკობ ქაჯაია, ზვიად პატარიძე, ლევან არაბული

ჩემპიონი პრიზად 3000$-ს მიიღებს, მეორე ადგილოსანი - 2000$-ს, ბრინჯაოს მედალოსანი 1000$-ს.

25 მაისს - წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება ყველა წონით კატეგორიაში.
26 მაისს - ფინალური ბლოკი.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11465