სხვა

14:20 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ დადებითი ბალანსი ვერ გააუმჯობესა

ნაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს დადებითი ბალანსი უკვე განაღდებული ჰქონდა, თუმცა ამ ორთაბრძოლის მოგება პრესტიჟის ამბავი უფრო იყო, ვიდრე საჭიროების.

ჩვენებურის მეტოქე ჯურიოს მე-5 ნომერი ცურუგიშო იყო, რომელმაც გაგას იორიკირის ილეთით აჯობა. ეს მათი მე-10 დაპირისპირება იყო და იაპონელმა ბალანსი გაიუმჯობესა -6 მოგება 4 მარცხის საპირისპიროდ.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე დაიამამი იქნება, რომელტანაც 4 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ბალანსი თანაბარია: - 2 მოგება 2 მარცხის საპირისპიროდ.

ჯურიოს ლიდერმა ტაკაგენჯიმ კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობა კიდევ უფრო გაიმყარა. მისი მეტოქე მე-5 მაეგაშირა დაიშომარუ იყო და მას ჩვეულ სტილში იორიკირის ილეთით აჯობა.

ტაკაგენჯის შემდგომ ყველაზე მეტი - 10 მოგება და 4 მარცხი კოტოიუკს აქვს. 9:5-ზე ბალანსი კი მხოლოდ ერთ მონაწილეს - ტობიზარუს აქვს.

დადებითი ბალანსის გასანაღდებლად ხვალ 9 სუმოისტი: ტაკანოშო, იუტაკაიამა, მიტორიუ, არავაში, აზუმარიუ, ჰიდენოუმი, დიოშომარუ, ამინიშიკი და სეირო იბრძოლებენ.

Loading...
0.124432