ფეხბურთი

21:48 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი სანეს "ბაიერნში" ტრანსფერს მხარს უჭერს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ თუ ლეროი სანე მიუნხენის "ბაიერნში" გადავა, ეს ტრანსფერი ყველას წაადგება. "რეკორდმაისტერთა" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელისადმი ინტერესი Suddeutsche Zeitung-თან საუბრისას დაადასტურა.

"ბაიერნი" ფეხბურთელის განვითარებისთვის დიდებული კლუბია. თუ სანე გადავა მიუნხენურ გუნდში ეს კარგი იქნება მისთვისაც და ჩვენთვისაც." - ციტირებს BILD-ი იოახიმის სიტყვებს.

ლიოვმა სანე გასულ წელს რუსეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა. შემტევმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" რიგებში 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. სანეს სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121238