ფეხბურთი

20:26 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხუანფრანმა "ატლეტიკო" დატოვა

ესპანელმა ფეხბურთელმა ხუანფრანმა მადრიდის "ატლეტიკო" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "როხიბლანკოსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 34 წლის მცველი.

ხუანფრანი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2003-05 წლებში გამოდიოდა. 2005/06 წლების სეზონში ესპანელი "სამეფო კლუბმა" "ესპანიოლში" გაანათხოვრა და იჯარის დასრულების შემდეგ "ოსასუნამ" მცველი "ოსასუნამ" დაიმატა. "ატლეტიკოში" ხუანფრანი 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 355 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ატლეტიკოს" მაისურით ხუანფრანმა ლა ლიგა 2013/14 წლების სეზონში მოიგო, ასევე ევროპა ლიგა - 2011/12 და 2017/18 წლებში.

თეგებიხუანფრანი
0.156493