ფეხბურთი

20:01 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" დე ლიხტის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდის

კატალონიის „ბარსელონას“ ამსტერდამის „აიაქსის“ მცველ მატის დე ლიხტს დიდი ხანია უკავშირებენ, თუმცა, ტრანსფერი ამ დრომდე ვერ დაიხურა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, დე ლიხტის „ბარსელონაში“ გადასვლის მთავარი მოწინააღმდეგე მინო რაიოლა გახლავთ, რომელიც ფეხბურთელის აგენტია. რაიოლა ცდილობს 19 წლის დე ლიხტი რაც შეიძლება მაღალ ფასში გაასხვისოს, მაგრამ კატალონელები ამ წინადადებაზე დათანხმებას არ აპირებენ.

„ბარსა“ „აიაქსს“ მაქსიმუმ 75 მილიონ ევროს გადაუხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფეხბურთელის შეძენაზე უარს იტყვის.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტის მიმართ ინტერესს „ბაიერნი“, „სიტი“, პსჟ და „იუვენტუსიც“ იჩენენ.

Loading...
სტატისტიკა
0.221636