ფეხბურთი

18:45 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" გვარდიოლას წასვლა უარყო: "ეს სიცრუე და უსაფუძვლო ინფორმაციაა"

„მანჩესტერ სიტიმ“ უარყო გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ პეპ გვარდიოლა ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნებოდა. დღეს, იტალიურმა სააგენტო AGI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტურინელები გვარდიოლას 14 ივნისს წარადგენენ.

თუმცა, Sky Sport-თან საუბარში ინგლისური გუნდის ადვოკატი ალბერტო გალასი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ესპანელი ინგლისში რჩება.

„პეპი ჩვენი მწვრთნელია. „იუვენტუსთან“ დაკავშირებული ინფორმაცია ტყულია. ჩვენ არ გვესმის, რატომ უნდა გვიწევდეს კიდევ ერთხელ იმის თქმა, რომ გვარდიოლას გუნდის დატოვება არ უნდა. ასეთი საკითხი არ არსებობს. ინფორმაცია კი, რომელიც გავრცელდა უსაფუძვლოა. პაველ ნედვედს დიდი ხანია ვიცნობ და ხანდახან მესიჯებს ვწერთ ერთმანეთს. ჩვენ ამ საკითხზე ბევრი ვიცინეთ. ვწუხვართ „ბიანკონერის“ ქომაგების გამო, მაგრამ სხვა მწვრთნელის პოვნა მოუწევთ“, - აღნიშნა გალასიმ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას „სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. „იუვენტუსი“ კი მასიმილიანო ალეგრის შემცვლელს ეძებს და „ბებერ სინიორას“ უკვე ძალიან ბევრი სახელი დაუკავშირეს.

სტატისტიკა
0.263321