ფეხბურთი

17:02 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის ფინალური ეტაპისთვის

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამდეგ ორ შეხვედრას შემდეგ 23 ფეხბურთელითა ჩაატარებს:

მეკარეები: ბეტუ (გიოზთეფე, თურქეთი), ჟოზე სა (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), რუი პატრისიუ (ვულვზი, ინგლისი)

მცველები: ჟოაუ კანსელუ (იუვენტუსი, იტალია), ნელსონ სემედუ (ბარსელონა, ესპანეთი), ჟოზე ფონტე (ლილი, საფრანგეთი), რუბენ დიაში (ბენფიკა), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია), მარიო რუი (ნაპოლი, იტალია)

ნახევარმცველები: დანილუ პერეირა (პორტუ), რუბენ ნევეში (ვუვლზი, ინგლისი), უილიამ კარვალიო (ბეტისი, ესპანეთი), ბრუნო ფერნანდეში (სპორტინგი), ჟოაუ მოუტინიუ (ვულვზი, ინგლისი), პიცი (ბენფიკა)

თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟოაუ ფელიში (ბენფიკა), გონსალო გედეში (ვალენსია, ესპანეთი), რაფა სილვა (ბენფიკა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, იტალია), დიოგო ჟოტა (ვულვზი, ინგლისი), დიოგო სოუზა (ბრაგა)

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალური ეტაპი 5-9 ივნისს პორტუგალიაში გაიმართება. 5 ივნისს პორტუში, პორტუგალია შვეიცარიას, ხოლო ერთი დღის შემდეგ გიმარაეშში ჰოლანდია ინგლისს შეხვდება. გამარჯვებულები 9 ივნისს პორტუში ფინაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო დამარცხებულები იმავე დღეს გიმარაეშში მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123202