ფეხბურთი

14:59 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" გვარდიოლას 14 ივნისს წარადგენს

პეპ გვარდიოლას ტურინის „იუვენტუსი“ 14 ივნისს წარადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიაში ყველაზე ავტორიტეტული სააგენტო AGI ავრცელებს, რომელიც კონტრაქტის დეტალებს ასაჯაროვებს და ირწმუნება, რომ ყველაფერი შეთანხმებულია.

გვარდიოლა „იუვენტუსთან“ 4-წლიან კონტრაქტს 4 ივნისს გააფორმებს და სეზონში 24 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ხელფასის სახით. 14 ივნისს კი, „ალიანც სთედიუმზე“ მედიასთან წარადგნენ.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ტურინულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ხსენებულ დღეს (14 ივნისს), „იუვენტუსის“ სტადიონის ტური დაიხურება და მნახველებს არ მიიღებს. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, მაგრამ სავარაუდოდ, სწორედ ახალი მწვრთნელის პრეზენტაციას უნდა უკავშირდებოდეს.

ასევე საინტერესო განცხადება გააკეთა გვარდიოლას ყოფილმა შეგირდმა პაბლო ზაბალეტამ, რომელმაც აღნიშნა, რომ პეპს ერთ გუნდში 3-4 წელზე დიდი ხნით გაჩერება არ სჩვევია და ყოველთვის ახალ გამოწვევებს ეძებს. არგენტინელის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ურევია: გვარდიოლა "ბარსელონას" ოთხი, "ბაიერნს" სამი წელი ავარჯიშებდა, ხოლო "სიტიში" უკვე სამი სეზონი მიითვალა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ორი დღის წინ ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ესპანელს მილანში სასტუმრო Palazzo Parigi-ში შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას შესახებ უკვე კონკრეტული ცნობები ვრცელდება, იტალიური მედია მაურიციო სარის, სიმონე ინძაგისა და მაურიციო პოჩეტინოს შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას არ ერიდება.

სტატისტიკა
0.455421