სხვა

14:06 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონი WADA-ს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეა წარდგენილი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) შორტ-ტრეკში ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, ჩინელი იან იანი მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

„აღმასრულებელმა საბჭომ WADA-ს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატი განსაზღვრა. ასეთია იან იანი - 2002 წლის ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი," - ლოზანაში მიმდინარე IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომისას განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

WADA-ს საპრეზიდენტო არჩევნებს 2019 წლის ნოემბერში კატოვიცე უმასპინძლებს, პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი მისი ვიცე-პრეზიდენტების ვინაობაც გაირკვევა.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115163