თამაშგარე

10:46 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა ქმრის აგენტობამ დაღალა

მრავალი სკანდალით გარშემოსილი არგენტინელი ფეხბურთელის, მაურო იკარდის ოჯახის ამბები უკვე რამდენიმე წელია გზა-შარაზეა გამოდებული და ყველამ უწყის, რომ მობურთალის ცოლი და პირადი აგენტი ვანდა ნარა დიდ გავლენას ახდენს ქმარზეც და მის სპორტულ აწმყოსა თუ მომავალზეც.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ვანდა ნარას მაურო იკარდისთან დაქორწინებამდე ისეთი ამბები აქვს გადახდენილი, ერთი კაი გემრიელი სექს-რომანი დაიწერებოდა. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სწორედ ვანდას დიდი სურვილითა და მონდომებით მოხდა საოცრება და მაურო იკარდი არაფრის დიდებით არ ტოვებდა მილანის “ინტერს“.

რამდენიმე დღის წინ კი ვანდა ნარამ კიდევ ერთხელ გააოცა მტერიც და მოყვარეც და განაცხადა, რომ დაიღალა საზოგადების მხრიდან მისი მუდმივი კრიტიკით. ამიტომაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ქმრის აგენტის ფუნქციებზე უარი თქვას. დაეხმარება თუ არა იკარდის ცოლის გადაწყვეტილება, ამას მომავალი გვიჩვენებს...

0.114736