კალათბურთი

22:50 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის 2018-2019 წლების სეზონის ფინალური სერია ქუთაისში 23 მაისს დაიწყება

სუპერლიგის ფინალური სერია იწყება. 23 და 24 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლე ფინალური სერიის საწყის 2 მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს საკალათბურთო კლუბები “ქუთაისი 2010″ და ”დელტა” შეხვდებიან.

იმერული კლუბი სუპერლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ქუთაისელებმა შარშანდელი ფინალი “დინამო თბილისთან” წააგეს, რომელიც მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ სერიაში 3:2 დაამარცხეს. ქუთაისელები საქართველოს ჩემპიონები 2016 წელს გახდნენ, ხოლო 2017 და 2018 წლებში “დინამოსთან” წაგებული ფინალის ფონზე ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ფინალური სერიის მეორე მონაწილე სუპერლიგაში მეორე სეზონია, ასპარეზობს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელ რეგულარულში მე-8 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალური სერია სწორედ “ქუთაისთან” წააგო. მიმდინარე სეზონში დელტელები სულ სხვა რელსებზე დგანან. გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ხსოვნის ტურნირის ფინალში ითამაშა, ხომო თასის გათამაშებაში ნახევარფინალამდე მივიდა.

“დელტამ” მიმდინარე სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ფინალურ სერიაში პირველადგილოსან ” ქუთაისთან” მოედნის უპირატესობით ვერ ისარგებლებს. სერიის პირველ და მეორე მატჩებს ქუთაისელები უმასპინძლებენ, მესამე შეხვედრა კი 27 მაისს, თბილისში გაიმართება, სადაც მასპინძელი “დელტა” იქნება. საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 შეხვედრა 28 მაისს თბილისში, ხოლო მე-5, გადამწყვეტი მატჩი 30 მაისს, ქუთაისში გაიმართება.

www.gbf.ge

0.122256