ფეხბურთი

19:32 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შვილმა მამა პლეი-ოფს მიღმა დატოვა: "ახლა ისე ვამაყობ ჩემი შვილით, როგორც არასდროს" (+VIDEO)

მამა-შვილის საინტერესო ისტორია ვენესუელადან. ადგილობრივი ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „აკადემია პუერტო საბელომ“ „დეპორტივო“ ტაჩირას“ უმასპინძლა და შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ორივე გუნდი ინარჩუნებდა საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსს, რაც პლეი-ოფში გასვლას ნიშნავდა. ოღონდ, ამისთვის გამარჯვება იყო საჭირო. „აკადემია პუერტო“ მიზანთან ახლოსაც იყო და მსაჯის მეორე დამატებულ წუთამდე იგებდა (2:1), მაგრამ 92-ე წუთზე ჯანკარლო მალდონადომ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა.

36 წლის ფეხბურთელმა გოლის შემდეგ ემოცია ვერ შეიკავა, გოლი არ აღნიშნა და ტირილი დაიწყო. საქმე ისაა, რომ მეტოქის, „აკადემია პუერტოს“ მთავარი მწვრთნელი მალდონადოს მამა კარლოს მალდონადო გახლავთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შვილმა მამა პლეი-ოფს მიღმა დატოვა. დაფიქსირებული შედეგით კი (2:2) ვერც „დეპორტივომ“ იხეირა და სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა.

„ჩემი შვილით ახლა უფრო მეტად ვამაყობ, ვიდრე ოდესმე. ქვეყანა, სადაც ნამდვილი ღირებულებები დაიკარგა, ჯანკარლომ აჩვენა, რომ თავისი ფერების ერთგულება და ჩვენი ფეხბურთის პატივისცემა“, - თქვა კარლოს მალდონადომ.

აღსანიშნავია, რომ ჯანკარლო მალდონადო ვენესუელის ნაკრების გამორჩეული ფიგურა 2003-2011 წლებში იყო და 64 მატჩში 22 გოლიც გაიტანა.

0.104313