ფეხბურთი

15:26 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი "დორტმუნდმა" გაიფორმა

ედენ აზარის ძმა ტორგან აზარი "დორტმუნდის" ფეხბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტორგანი აქამდე "მიუხენგლადბახში" ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში გუნდთან ერთად შემტევმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 29 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგაში 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

არაოფიციალურად აზარის ტრანსფერი "დორტმუნდს" 40 მილიონი ევრო დაუჯდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118931