კალათბურთი

0:15 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე – მე-8 ადგილი Bleacher Report-ის სადრაფტო რეიტინგში

პოპულარულმა ვებ-გვერდმა Bleacher Report NBA-ს 2019 წლის დრაფტის წინ კალათბურთელთა რეიტინგი განაახლა და 19 წლის ქართველ ტალანტ გოგა ბითაძეს მე-8 რეიტინგი მიუჩინა. ეს, უმაღლესი პოზიციაა, რაც კი ჩვენებურს წინასადრაფტო პერიოდში, რომელიმე გამოცემისგან მიუღია.

აი, რას წერს Bleacher Report გოგას შესახებ.
“ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად აღიარებული გოგა ბითაძე ამჟამად სერბულ ლიგაში ბრწყინავს, სადაც “მეგა ბემაქსში” დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ ხუთ მატჩში საშუალოდ 19.8 ქულა და 8.8 მოხსნა აქვს.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მან 16-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და ამ მხრივ მაჩვენებელი 39.5%-მდე აიყვანა.
ბითაძე ფარქვეშიდან დამაჯერებლად უტევს და ტყორცნის არეალიც გააფართოვა, ამასთან, მიმდინარე სეზონში საშუალოდ 1.9 დაფარებას აგროვებს.
გოგა დაცვაში სწრაფად ვერ გადაადგილდება, თუმცა, ფარქვეშ თავს კარგად იცავს და შეტევაშიც პროგრესი აქვს, რაც 19 წლის კალათბურთელისთვის დიდი პლიუსია”.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს მომავალი დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარკლაი სენთერში” გაიმართება და ბოლოდროინდელი ტენდენციიდან გამომომდინარე, ბითაძეს პირველ რაუნდში ანუ საუკეთესო 30 კალათბურთელს შორის არჩევა გარანტირებული აქვს.

0.114801