ფეხბურთი

21:30 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა კოპა ამერიკაზე ცნობილია

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშებისთვის ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ უკვე გაასაჯაროვა 23-კაციანი სია, რომელშიც მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი ვერ მოხვდა.

სამაგიეროდ, სიაშია პაულო დიბალა, რომლის წაყვანაც ეჭვქვეშ იყო, ლიონელ მესი კი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), აგუსტინ მარკესინი (ამერიკა, მექსიკა)

მცველები: რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი, ესპანეთი), ხუან ფიოტი (ტოტენჰემი, ინგლისი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა, იტალიტა), მილტონ კასკო (რივერ პლეიტი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), ნიკოლას ოტამენდი (სიტი, ინგლისი), რენცო სარავია (რასინგი)

ნახევარმცველები: მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი, ესპანეთი), ეზეკიელ პალასიოსი (რივერ პლეიტი), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი), გვიდო როდრიგესი (ამერიკა, მექსიკა)

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (სიტი, ინგლისი), ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი)

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკაზე, რომელიც 14 ივნისიდან 7 ივლისამდე ბრაზილიაში გაიმართება, B ჯგუფში კოლუმბიის, პარაგვაისა და ყატარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113196