ფეხბურთი

20:30 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

5 ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

ფეხბურთელების მრავალი კატეგორია არსებობს, „მოგზაური“ ფეხბურთელები კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორიაა.

გთავაზობთ ყველაზე მაღალი დონის „მომთაბარე“ ფეხბურთელების სიას.

5.კრისტიან ვიერი

კრისტიან ვიერი ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ცენტრალური თავდამსხმელია, რომელიც პელემ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 125 ფეხბურთელს შორის დაასახელა.

1999 წელს ვიერი ცოტახნით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო, როცა ინტერმა მის სანაცვლოდ £32 მილიონი გადაიხადა.

ვიერიმ კარიერაში 12 სხვადასხვა გუნდის მაისური მოირგო, უმეტესობა იტალიაში, მაგრამ კრისტიანი ესპანეთს და საფრანგეთსაც ესტუმრა.

ვიერის კარიერა ტორინოში დაიწყო, მაგრამ საუკეთესო წლები ფორვარდმა იუვენტუსში, ატლეტიკოში, ლაციოსა და ინტერში გაატარა.

ვიერიმ კარიერაში ბევრი ინდივიდუალური ტიტულიც მიიღო, მათ შორის „პიჩიჩი“ და „კაპოკანონიერე“, ისევე, როგორც სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ორი ჯილდო.

ვიერის კარიერაში 259 გოლი აქვს გატანილი.

4.სამუელ ეტოო

სამუელ ეტოო მადრიდის რეალის პირველ გუნდში 1997 წელს დაწინაურდა და მთელი კარიერის გატარება მადრიდულ გუნდში უნდოდა, მაგრამ ფორვარდების დიდი კონკურენციის გამო იგი სამჯერ, ლეგანესში, ესპანიოლში და მალიორკაში გაანათხოვრეს, ბოლოს კი გაყიდეს კიდეც.

2009 წელს ეტოომ ბარსელონასთან ერთად ტრიპლეტი მოიგო, ზაფხულში კი ინტერში გადავიდა, სადაც მორიგი ტრიპლეტის მოგება მოახერხა.

2009/10 სეზონის ტრიპლეტი ეტოომ სანტიაგო ბერნაბეუზე დაამთავრა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნს 2:0 მოუგო.

ინტერის შემდეგ ეტოომ: ანჟის, ჩელსის, ევერტონის, სამპდორიას, ანთალიასპორის და კონიასპორის რიგებში ითამაშა, დღეს კი 38 წლის ასაკში კატარში თამაშობს.

3.რივალდო

ბრაზილიელი ლეგენდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა, რომელმაც კარიერა რამდენიმე წლის წინ, 44 წლის ასაკში დაასრულა. 24 წლიანი კარიერის განმავლობაში რივალდომ ბრაზილიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, უზბეკეთში და ანგოლაში ითამაშა, ბოლოს კი მშობლიურ ქვეყანას დაუბრუნდა.

რივალდოს ყველაზე მეტად მისი კატალონიური კარიერის გამო იხსენებენ, ბარსელონას რიგებში ბრაზილიელმა 5 სეზონი გაატარა, სადაც 86 გოლი გაიტანა და 1999 წელს ოქროს ბურთიც მოიგო.

რივალდომ კარიერაში 412 გოლი გაიტანა და ფეხბურთელთა იმ იშვიათ სიას ეკუთვნის, ვისაც ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

აჭარაბეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით სამაგიდო თამაშების საქართველოს ჩემპიონს ეძებს!

2.ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს მესამე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, ამ მომენტში იბრას 31 ტიტული აქვს მოგებული და კარიერის განმავლობაში 520ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

მისი მაკრატელა გოლი შვედეთის წინააღმდეგ ფიფამ 2013 წლის საუკეთესო გოლად დაასახელა. ზლატანმა კარიერის განმავლობაში 9 სხვადასხვა კლუბში ითამაშა და 5 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.

საოცრად წარმატებული კარიერის ბოლო წლებს ზლატანი ამერიკაში, ლოს ანჯელეს გალაქსიში ატარებს, სადაც უკვე 30ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

1.რონალდო

ფენომენოს საკლუბო კარიერა ძალიან კარგად იწყებოდა, ბრაზილიის რეგიონალურ ლიგაში 18 მატჩში 22 გოლის გატანის შემდეგ, თინეიჯერი პსვ-მიყიდა.

პსვ-ში ფენომენომ 57 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, რის შემდეგაც ის კატალონიის ბარსელონაში გადავიდა.

ბარსელონაში გატარებული სეზონი ფენომენოს კარიერაში საუკეთესო იყო, ფორვარდმა 49 მატჩში 47 გოლი გაიტანა და 4 შესაძლო ტიტულიდან 3 მოიგო. ერთადერთი ტურნირი, რომელზეც ბარსელონა ამ სეზონში დამარცხდა ლა ლიგა იყო, სადაც ბარსელონამ სარეკორდო 90 ქულა აიღო, მაგრამ ლიდერობა მაშინ დათმო, როცა ფენომენო ნაკრებში გამოიძახეს.

სეზონის ბოლოს, რონალდო მზად იყო 9 წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა ბარსელონასთან, მაგრამ პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და ფეხბურთელს ურჩია ახალი კლუბის ძებნა დაეწყო.

ამის შემდეგ ფენომენო ინტერში გადავიდა, სადაც ორი შესანიშნავი სეზონის შემდეგ საბედისწერო ტრავმა მიიღო და ფეხბურთის თამაშის რამდენიმე წლით შეწყვეტა მოუწია.

2002 წლის ზაფხულში რონალდო რეალის ფეხბურთელი გახდა, სადაც წლის ბოლოს ოქროს ბურთი მოიგო და კარიერის ყველაზე მშვიდი წლები გაატარა.

მადრიდის რეალში ფენომენოს თავისი დონე არ დაუკარგავს და ოთხ სეზონში 104 გოლი გაიტანა, მაგრამ მის თამაშის სტილს წარსული ტრავმებით გამოწვეული სიფრთხილე ეტყობოდა და ხისტ მცველებთან თამაში უჭირდა.

რეალიდან ფენომენო მილანში გადავიდა, სადაც 2008 წლის 13 თებერვალს კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა მიიღო და ფეხბურთის თამაში კვლავ დიდი ხნით შეწყვიტა.

2009 წლიდან 2011მდე ფენომენომ კორინთიანსში ითამაშა, სადაც წონისა და მუხლების პრობლემების მიუხედავად თამაშის უმაღლეს დონეს ინარჩუნებდა და 35 გოლის გატანა მოახერხა.

ერთადერთი, რაც რონალდოს კარიერას აკლდა, ჩემპიონთა ლიგის ტიტულია.

აჭარაბეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით სამაგიდო თამაშების საქართველოს ჩემპიონს ეძებს!

®

0.117802