ფეხბურთი

20:00 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ასლან ბალაძე: "გაყიდულ თამაშებთან კავშირი არ გვაქვს, რაც გააკეთეს, არის სიბინძურე და ვემიჯნებით"

ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე ჩაწყობილი თამაშების საქმეს ეხმაურება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ბათუმის "დინამოს" გაყიდულ თამაშებთან კავშირი არ აქვს.

"ამოგლეჯილმა ტექსტმა კითხვები გააჩინა. ბათუმის "დინამოს" გაყიდულ თამაშთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ აღნიშნულ შეხვედრაზე, ბოლო წუთამდე ვიბრძოდით. "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელების დაკავება თამაშის შემდეგ მოხდა, რაც მოულოდნელი იყო.

როგორც გაირკვა, თამაშებს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყიდდნენ და მაინტერესებს, რატომ მანამდე არ მოხდა მათი დაკავება? ან რატომ სხვა გუნდებიც არ დაასახელეს, ვისთანაც თამაში ჰქონდათ აღნიშნულ პერიოდში? ის, რაც გააკეთეს, არის სიბინძურე, ვემიჯნებით გაყიდულ თამაშებს. კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადებით კი შესაძლოა, ბათუმის „დინამო“ დაზარალდეს," - განაცხადა ბალაძემ.

www.ipn.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11449