სხვა

15:20 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვენაში მომავალ მულტისპორტულ ღონისძიებათა სამზადის გაეცნენ

ვენაში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სემინარის დელეგატებმა მოისმინეს ტოკიო-2020-ის, პეკინის 2022-ის და პარიზი-2024-ის ოლიმპიური თამაშების მზადებასთან დაკავშირებული მოხსენებები. ასევე გაეცნენ მინსკის მეორე ევროპული თამაშების სიახლეებს.

ევროპული თამაშების მასპინძელთა განცხადებით, მულტისპორტულ ღონისძებებზე დასასწრებად ბილეთების ნახევარი გაყიდულია - დაახლოებით 190 ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს კარატე, ტანვარჯიში, პლაჟის ფეხბურთი და მძლეოსნობა.

ევროპის მეორე თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით EOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, სპიროს კაპრალოსის ინფორმაციით, მინსკის თამაშების ტელეტრანსლაციათა უფლება ევროპის 43 ქვეყანას აქვს შეძენილი, ხოლო დამატებით 7 ქვეყანა საშეჯიბრო დღის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს გადასცემს. ასევე ტელეტრანსლაციათა უფლება იყიდეს არაევროპულმა ქვეყნებმაც, ასეთი კი 83 ქვეყანაა. კაპრალოსის განმარტებით, ამგვარი ინტერესის მიზეზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებია, რომლისთვისაც ქვეყნები აქტიურად ემზადებიან.

ვენის სემინარზე ასევე დამტკიცდა ზაფხულის მე-16 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილი - სლოვაკური ბანსკა ბისტრიცა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120821