ფეხბურთი

10:51 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი „იუვენტუსის“ გაწვრთნას დათანხმდა, რიგში სარია

რომის „ლაციოს“ დამრიგებელმა, სიმონე ინძაგიმ, თანხმობით უპასუხა
„იუვენტუსის“ წინადადებას მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ - გვამცნობს Football Italia.

ინძაგის გარდა, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა მაურიციო სარის კანდიდატურასაც განიხილივს, რომელიც დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს დატოვებს „ჩელსის.“

რამდენიმე დღის წინათ, ტურინელებმა მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადეს. იტალიელი სპეციალისტი „ბებერ ქალბატონს“ 2014 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით „იუვე“ ზედიზედ ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია, სადაც 2015-ში “ბარსელონასთან“ წააგო (1:3), 2017-ში „რეალთან“ (1:4).

ლიგის მიმდინარე სეზონში ისინი მეოთხედფინალში დამარცხდნენ „აიაქსთან“ (1:1, 1:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110539