ფეხბურთი

9:48 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ - ინგლისის, ესპანეთის და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი

სერია A-ს გასულ ტურში, კრიშტიანუ რონალდუს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, რის შემდეგაც მან საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა: „ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი. ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი. სანამ ოცნება ცოცხლობს, მიღწევებს ბოლო არ უჩანს!“

34 წლის კრიშტიანუ „იუვენტუსში“ მადრიდის „რეალიდან“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114657