ფეხბურთი

17:06 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" საშინელი სეზონი

მადრიდის „რეალმა“ 2018-2019 წლების სეზონი კატასტროფულად ჩაატარა და დასკვნითი მატჩიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ სევილიის „ბეტისთან“ (0:2) წააგო.

ყველა ტურნირის ჩათვლით ეს „სამეფო კლუბისთვის“ მე-18 წაგება გამოდგა აწ უკვე დასრულებულ სეზონში. საინტერესოა, რომ მადრიდულ გრანდს ამაზე უარესი მაჩვენელი ისტორიაში ერთადერთხელ ჰქონდა, როდესაც 1984-1985 წლების სეზონში 19 თამაში წააგო.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში, ხოლო სამეფო თასს ნახევარფინალში გამოეთიშა.

თეგებირეალი
სტატისტიკა
0.22451