ფეხბურთი

13:19 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კროოსმა "რეალთან: ახალი კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის „რეალმა“ და ტონი კროოსმა თანამშრომლობა განაახლეს. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ტონის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა:

„რეალ მადრიდმა და ტონი კროოსმა მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივების შესახებ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტონი კროოსი „რეალში“ 2014 წელს მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 29 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით 43 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

Loading...
სტატისტიკა
0.241991