სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:52 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხუბი, გაუქმებული გოლები, დრამა, დამატებული 16 წუთი საჩემპიონო თამაშში (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სტამბოლის „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონი გახდა. სუპერლიგის 33-ე ტურში „გალამ“ „ბაშაკშეჰირს“ უმასპინძლა და საოცრად დაძაბული შეხვედრა შედგა. სწორედ ეს ორი გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს ჩემპიონობას.

ორივე გუნდს თანაბარი, 66-66 ქულა ჰქონდათ, ხოლო პირველი წრის მატჩი კი ფრედ იყო დასრულებული (1:1). შესაბამისად, სასწორზე ბევრი რამ იდო. „ბაშაკშეჰირისთვის“ მატჩი კარგად დაიწყო და მე-17 წუთზე ელჯერო ელიას შესანიშნავი მოქმედების მერე რიად ბაიჩმა ანგარიში გახსნა და სტუმრები დაწინაურდნენ.

ამას გულშემატკივრების მხრიდან მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლა და ფეხბურთელთა შორის კონფლიქტიც მოჰყვა. საერთოდ, ხელჩართული ჩხუბი ჩვეულ ფაქტად იქცა და ჩიუნეთ ჩაქირს ჯამში მატჩისთვის 16(!) წუთის დამატებაც მოუხდა.

ფათიჰ თერიმის გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრა. სოფიან ფეგულის თავური ხარიხამ აისხლიტა, მაგრამ დამატებაზე პირველი ისევ ალჟირელი იყო, რომელმაც დიდებულ სტილში, „მაკრატელა“ დარტყმით გაათანაბრა. მერე იყო ორი არჩათვლილი გოლი და ორივე სტუმართა კარში. ჯერ იუნეს ბელჰანდას გოლი გაუქმდა ეპიზოდის დასაწყისში გოქან ინლერზე თამაშის წესის დარღვევის გამო, მერე ჰენრი ონიეკურუს გოლი თამაშგარე მდგომარეობის მოტივით არ ჩაითვალა. თუმცა, 64-ე წუთზე ონიეკურუმ თავით მოახერხა მაინც გატანა და ეს საჩემპიონო გოლი გამოდგა. დარჩენილ დროში „ბაშაკშეჰირს“ 1 გოლიც ჰყოფნიდა სიტუაციის სათავისოდ შეცვლისთვის, მაგრამ ფერნანდო მუსლერამ „ლომები“ გადაარჩინა.

ბოლო ტურის წინ „გალათასარაიმ“ „ბაშაკშეჰირს“ 3 ქულით გადაასწრო და ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის, ჩემპიონობა გაიფორმა.

ამრიგად, „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონი ისტორიაში 23-ედ გახდა და მხოლოდ „ფენერბახჩეს“ ჩამორჩება, რომელსაც 28 საჩემპიონო ტიტული უმაგრებს ზურგს. 65 წლის ფათიჰ თერიმმა კი მერვედ იჩემპიონა და ყველა ჯილდო სწორედ „გალას“ თავკაცის რანგში მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112904
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X