ისტორია

9:31 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

20 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981 – დაიბადა იკერ კასილასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, მადრიდის “რეალის”, პორტუგალიური "პორტუს" გოლკიპერი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. 2008 და 2012 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა ესპანელთათვის სარეკორდო რაოდენობის, 166 მატჩი. 2000, 2002, 2014 წლებში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. ესპანეთის ხუთგზის (2001, 2003, 2007, 2008, 2012) ჩემპიონი. 2002 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასსა და ევროპის სუპერთასს. 2001, 2003 2008, 2012 წლებში მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი. 2011 წელს დაეუფლა ესპანეთის თასს. 2007, 2008 და 2009 წლებში უეფას სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. 2008 წელს ფიფასთან არსებულმა მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ პლანეტის საუკეთესო გოლკიპერად აღიარა. 1999 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის. 2015 წლიდან იცავს "პორტუს" ღირსებას.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1900 - პარიზში თანამედროვეობის მეორე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. იგი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველად იასპარეზეს ქალებმა, ხოლო ალვინ კრეინლეინმა ოქროს ოთხი მედალი დაისაკუთრა.

1965 - ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, “უემბლის” სტადიონზე 100 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “მიუნხენ-1860”-ს 2:0 მოუგო და საპატიო პრიზი მოიპოვა.

1974 - საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში თავისი უკანასკნელი, 49-ე მატჩი ჩაატარა რევაზ ძოძუაშვილმა. იმ დღეს საბჭოელებს ჩეხოსლოვაკიამ 1:0 მოუგო.

1981 - UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ შეხვედრაში, “იფსვიჩ თაუნმა” “ალკმაართან” 2:4 წააგო (პირველი შეხვედრა ინგლისელებმა 3:0 მოიგეს) და საპატიო პრიზი მოიპოვა. თამაში ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა და მას 28 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1983 - ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ტიმ უინტერსჰუნი თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1985 - ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, კარლ უილიამსი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში ქულებით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1987 - UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით ფინალურ მატჩში, “გეტებორგმა” შოტლანდიურ “დანდისთან” 1:1 ითამაშა (პირველი შეხვედრა შვედებმა 1:0 მოიგეს) და საპატიო პრიზი მოიპოვა. დანდის “ტენადის პარკზე” თამაშს 21 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

1990 - ამერიკელმა მძლეოსანმა ბარნსმა ბირთვის კვრაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (23.12 მ).

1991 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ჩიკაგო ბულზის” ვარსკვლავი მაიკლ ჯორდანი, NBA-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

1992 - ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, “ბარსელონამ” ლონდონის “უემბლიზე” 71 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, დამატებით დროში გენუის “სამპდორია” 1:0 დაამარცხა. გოლი რონალდ კუმანმა გაიტანა. “ბარსელონა”: სუბისარეტა, ეუსებიო, ფერერი, რ. კუმანი, ნანდო, ხუან კარლოსი, ბაკერო, გვარდიოლა (ალესანკო), მ. ლაუდრუპი, სალინასი (გოიკოეჩეა), სტოიჩკოვი.

გუნდს იოჰან კრუიფი წვრთნიდა.

2006 - მაისის ბაშოზე, ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ აღმოსავლეთის სეკივაკე, კოტომიცუკი დაამარცხა.
2006 - საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი, თბილისის “ავიამშენმა” მოიგო, რომელმაც ტურნირის ფინალურ სერიაში, რუსთავის “აზოტი” დაამარცხა (3:2).

2006 - გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

2007 - საქართველოს ჩემპიონატი საფეხბურთო კლუბმა, რუსთავის “ოლიმპმა” მოიგო. ტურნირის ბოლო ტურის მატჩში, რუსთაველებმა ქუთაისში ადგილობრივი “ტორპედო” დაამარცხეს (3:2). მეორე ადგილზე თბილისის “დინამო” გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე _ თბილისის “ამერი”.

2007 - გერმანული “ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუს აუგენტალერი გადააყენეს.

2007 - ბუქარესტში ჩატარებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, საბა გავაშელიშვილმა (81 კგ), გიორგი ბაინდურაშვილმა (81 კგ) და ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

2007 - იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ კარიერა დაასრულა.

2007 - მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული “ალემანიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიხაელ ფრონცეკი გადადგა.

2007 - ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რომარიომ კარიერაში თავისი მეათასე გოლი გაიტანა. იმ დღეს რომარიო “ვასკო და გამას” რიგებში “სპორტ რესიფეს” წინააღმდეგ თამაშობდა. საიუბილეო ბურთის გატანისას რომარიომ რესიფელთა კარი პენალტით აიღო.

2009 - უეფას თასის ფინალში დონეცკის “შახტარმა” ბრემენის “ვერდერს” დამატებით დროში 2:1 სძლია და ტურნირის ბოლო გამარჯვებული გახდა. მატჩი სტამბოლში ჩატარდა.

2012 - დასრულდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი, თუმცადებულებასთანდაკავშირებულიგაუგებრობის გამო ჩემპიონობაზე პრეტენზიას ერთბაშად ორიგუნდი, "მეტალურგი" და "ზესტაფონი"აცხადებდა.

2012 - სეზონის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში თბილისის დინამოელებმა ზუგდიდისბაიას”– 6:1 სძლიეს.აღნიშნული მატჩი ესპანელი ჩისკო მუნიოსისთვის სიმბოლური გამოდგა, მის მიერ თამაშის 36–წუთზეპენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლი დინამოსთვის ეროვნულიჩემპიონატისეგიდითგამართულშეხვედრებში 1800– გამოდგა.

2012 - მკლავჭიდ გდანსკში, ევროპის ჩემპიონატზე გენადი კვიკვინიამ ოქროს მედალი მოიპოვა.

2012 - სუმო ნაცუ ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულეს ლევან გორგაძემ და ლევან ცაგურიამ.

2013 - მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

ამ დღეს დაიბადნენ

1900 - ლორენსო ფერნანდესი. ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონი. 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის ორგზის, ურუგვაის ექვსგზის ჩემპიონი.

1901 - მაქს ეივე. ჰოლანდიელი მოჭადრაკე. მსოფლიოს რიგით მეხუთე ჩემპიონი (1935-37). ტიტულისთვის ჩატარებულ 30 პარტიისაგან შემდგარ მატჩში, ალექსანდრე ალიოხინი დაამარცხა. სამი შეხვედრა ჩაატარა ბობი ფიშერთან (თითო მოგება, ფრე და წაგება). 1970 წლიდან 1980-დე იყო FIDE-ს პრეზიდენტი. დიდი როლი მიუძღვის 1972 წელს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ბობი ფიშერისა და ბორის სპასკის მატჩის ორგანიზებაში. მაქს ეივე 1981 წელს გარდაიცვალა.

1912 - ნერეო როკო. ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი. სამწვრთნელო კარიერის უდიდესი ნაწილი “მილანის” დამრიგებლის როლში გაატარა. “როსონერის” ჩემპიონთა, თასების და საკონტინენტთაშორისო თასები, იტალიის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. “მილანს” 280 შეხვედრაში მოძღვრავდა.

1938 - კრისტინა ბას-კაიზერი. ჰოლანდიელი მოციგურავე. 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1940 - სტენ მიკიტა. კანადელი ჰოკეისტი. ოთხი წლის განმავლობაში ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო. NHL-ში გამოდიოდა 22 სეზონის განმავლობაში. 1972 წელს, მონაწილეობა მიიღო კანადა-საბჭოთა კავშირის სუპერსერიაში.

1952 - როჟე მილა. კამერუნის ეროვნული ნაკრების ფორვარდი. სამი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982, 1990, 1994). აშშ-ის მუნდიალზე 42 წლის ასაკში იასპარეზა. 1987 წელს ნაკრებიდან წასვლის თაობაზე განაცხადა, თუმცა, მოგვიანებით დაბრუნდა და კიდევ ორ მუნდიალზე იასპარეზა. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “მონაკოში”, “სენტ ეტიენში”, “ვალანსიენში”, “მონპელიესა” და “ბასტიაში”. კამერუნის ნაკრების 63 მატჩში გაიტანა 29 გოლი. საფრანგეთის პირველი დივიზიონის 218 შეხვედრაში თავი 62-ჯერ გამოიჩინა. 194 და 1986 წლებში მოიპოვა აფრიკის ეროვნებათა თასი, 1980 და 1981 წლებში – საფრანგეთის თასი. 1976 და 1990 წლებში დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წლის შემოდგომაზე თასების თასის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში “ბასტიას” შემადგენლობაში თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ ითამაშა და ოთარ გაბელიას კარიც აიღო, მატჩი კი ქართველებმა 3:1 (პირველი შეხვედრა კორსიკაზე 1:1 დასრულდა).

1964 - მიოდრაგ ბელოდედიჩი. რუმინეთის ნაკრების წარმოშობით სერბი ნახევარმცველი. მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი “ბუქარესტის სტიაუასა” (1986) და ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” (1991) შემადგენლობაში. “სტიაუას” რიგებში მოგებული აქვს ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. რუმინეთის ოთხგზის, იუგოსლავიის ორგზის ჩემპიონი.

1972 - მაიკლ დაიმონდი. ავსტრალიელი ტყვიის მსროლელი. სასტენდო სროლაში 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1981 – დაიბადა იკერ კასილასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, მადრიდის “რეალის”, პორტუგალიური "პორტუს" გოლკიპერი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. 2008 და 2012 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა ესპანელთათვის სარეკორდო რაოდენობის, 166 მატჩი. 2000, 2002, 2014 წლებში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. ესპანეთის ხუთგზის (2001, 2003, 2007, 2008, 2012) ჩემპიონი. 2002 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასსა და ევროპის სუპერთასს. 2001, 2003 2008, 2012 წლებში მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი. 2011 წელს დაეუფლა ესპანეთის თასს. 2007, 2008 და 2009 წლებში უეფას სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. 2008 წელს ფიფასთან არსებულმა მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ პლანეტის საუკეთესო გოლკიპერად აღიარა. 1999 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის. 2015 წლიდან იცავს "პორტუს" ღირსებას.

1982 - პეტერ ჩეხი. ჩეხიის ეროვნული ნაკრების, პრაღის “სპარტას,” ფრანგული “რენის" ლონდონის “ჩელსისა” და "არსენალის" გოლკიპერი. 2012 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 2013 წელს დაეუფლა ევროპის ლიგის თასს. 2005, 2006, 2010, 2015 წლებში მოიგო ინგლისური პრემიერლიგა. 2007, 2009, 2010 და 2012 წლებში დაეუფლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს, 2005 და 2007 წლებში – ლიგის თასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2008). ჩეხიის ნაკრებში ჩაატარა 116 მატჩი.

Loading...
0.115575