ფეხბურთი

2:47 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონია

დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი გახდა. დონბასელებმა ისტორიაში მე-12 საჩემპიონო ტიტული ლუგანსკის „ზორიას“ (1:0) დამარცხების შემდეგ გაიფორმეს.

ქართველმა მცველმა რამდენიმე დღის წინ უკრაინის თასი მოიგო და ახლა ჩემპიონობაც მიაყოლა. საერთოდაც, ხოჭოლავას „შახტარის“ მაისურით უკვე 5 ტიტული დაუგროვდა (2 უკრაინის ჩემპიონატი, 2 უკრაინის თასი და 1 უკრაინის სუპერთასი).

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 26 წლის ჩვენებურმა უკრაინის ჩემპიონატის ეგიდით 23 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115087