ფეხბურთი

1:28 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით, საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი, ბათუმში, ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელში დააკავა.

როგორც “რეკორდერმა” შეიტყო, დაკავებულები არიან პაატა ღუდუშაური, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გეთიაშვილი, ჯონი შეროზია და ნიკა მაისურაძე.

ამ დროისთვის, უწყებას განცხადება არ გაუკეთებია, თუ რომელ თამაშებზეა საუბარი.

კლუბში კი აცხადებენ, რომ მათთვის ფეხბურთელების დაკავების მიზეზი უცნობია.

“რეკორდერი” “ვიტ ჯორჯიას” ახალ მთავარ მწვრთნელს, მერაბ კოჭლაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მათთვის ახსნა-განმარტება არავის მიუცია.

კოჭლაშვილმა არც ის იცის, თუ სად იმყოფებიან ახლა დაკავებული ფეხბურთელები.

“არ ვიცი, რისთვის დააკავეს. არ გაგვცეს პასუხი, რომ ვკითხე. ერთი თვეა ამათ დავდევთო, ეს გვითხრეს. გააქანეს და წაიყვანეს”, – განაცხადა კოჭლაშვილმა.

“ვიტ ჯორჯიამ” ბათუმში მატჩი 2:0 წააგო.

WWW.RECORDER.GE

Loading...
სტატისტიკა
0.263409