სხვა

0:57 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020 კოსმოსში თანამგზავრს გაუშვებს

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი დედამიწის ორბიტაზე პატარა თანამგზავრის - G-SATELLITE გასაშვებად ემზადება.

თანამგზავრი დამზადებულია პროექტ „ტოკიო-2020 ერთი გუნდის“ ფარგლებში. ეს პროექტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. მისი მიზანია მოწინავე იაპონელ გამომგონებლებს და შემოქმედებს მიეცეთ ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის მიმართ საკუთარი ხედვის წარმოჩენის საშუალება.
იაპონელები პატარა თანამგზავრის კაფსულაში ჩასვამენ ორ ყველაზე ცნობილ იაპონურ ანიმაციურ პერსონაჟს: მობილურ მეომარ განდამს და ზაკუს.
თანამგზავრს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტით გაიყვანენ, საიდანაც მოხდება მისი ოფიციალური გაშვება.
თანამგზავრი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას დედამიწის გამოსახულების ტრანსლაციას შეუდგება და იმავდროულად ახალ ამბებს ელექტრონული გზავნილებით გადასცემს.
წლეულს იანვარში, იაპონურმა რაკეტა-მატარებელმა დედამიწის მახლობელ ორბიტაზე ერთი თანამგზავრი უკვე გაიყვანა, რომელსაც ხელოვნური ვარსკვლავთცვენის შექმნა შეუძლია. საუბარია ერთ სანტიმეტრს დიამეტრის მქონე ბურთულებზე, რომლებიც ატმოსფეროში დაწვით ერთგვარ მეტეორების წვიმას წარმოქმნიან.
არის ვარაუდი, რომ ტოკიო-2020-ის მასპინძლები სტუმრებს ხელოვნურ მეტეორულ წვიმას შესთავაზებენ თამაშების საზეიმო გახსნისას, ოლიმპიური სტადიონის თავზე.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126699