სხვა

22:33 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სამბისტთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სამბოში, რომელიც ესპანეთის ქალაქ ხიხონში მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრები შესანიშნავად წარსდგა ამ შეჯიბრზე. ქართველმა სამბისტებმა მოიპოვეს ორი ბრინჯაოს, ორი ვერცხლის და სამი ოქროს მედალი.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ვაჟთა ნაკრები ვერცხლს დაეუფლა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან ბერბერაშვილმა (52 კგ.) და ირაკლი კუპატაძემ (57 კგ.), ვერცხლის მედლების მფლობელები არიან ნინო ოძელაშვილი (80 კგ.) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ.), ხოლო ოქროს მედლები დაისაკუთრეს და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ჭოველიძე (62 კგ.) მინდია ლილუაშვილი (68 კგ.) და ელენე ქებაძე (+80 კგ.).

საინტერესოა, რომ სამივე სპორტსმენმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

თეგებისამბო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100203