კალათბურთი

23:23 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“საქართველო 2005”-მა ევროპის ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა

ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა “საქართველო 2005”-მა ევროპის 14-წლამდელთა ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა. ქართველებმა ტურნირის სუპერლფინალში მონაწილე 10 გუნდს შორის ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს. დღეს გამართულ მე-9 ადგილისთვის მატჩში “საქართველო 2005”-მა 83:69 (სტატისტიკა) დაამარცხა ლიეტვური “რიტერიაი”.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლევან ძინძიბაძე გახდა, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ბომბარდირი კი 17 ქულით თენგო გოგიშვილი გახდა, რომელსაც ასევე 5 პასიც ჰქონდა. მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის წევრები შესაბამისი პრიზით დააჯილდოვეს, ხოლო ჩვენი გუნდიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი ლევან ძინძიბაძეს გადაეცა.

ევროპის ლიგის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს იტალიური “ოქსიგენი” და ლიტვური “დრაკონაი” შეხვდებიან, დღეს, მოგვიანებით გაიმართება. მესამე ადგილისთვის კი რუსული გუნდები – ცსკა და “ტრინტა” დაუპირისპირდებიან.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115202