ფეხბურთი

20:36 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიამ ბრიუსელის "ანდერლეხტს" გაუტანა (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგაში „გენტმა“ ბრიუსელის „ანდერლეხტი“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა და ამაში საკმაოდ დიდი წვლილი გიორგი ქვილითაიამ შეიტანა.

როგორც იქნა, იეს თორუპმა ჩვენებურისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გამონახა და გიორგიმ უკვე მეორე წუთზევე მოახერხა ანგარიშის გახსნა. ჩვენებურმა 78 წუთი გაატარა მოედანზე, ხოლო დარჩენილ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და „გენტმა“ მოიგო.

ქვილითაიას იუპილერ ლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა. საინტერესოა, რომ ჯამში მხოლოდ 211 წუთი აქვს ნათამაშები. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია და არ უთამაშია.

„გენტი“ კი საჩემპიონო ზონაში 35 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და სწორედ „ანდერლეხტს“ გადაასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131356