ფეხბურთი

16:57 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრის ვონდოლოვსკი MLS-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (+VIDEO)

ქართველი ლეგიონერების გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი კრის ვონდოლოვსკი MLS-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "სან ხოსეს" შემტევმა "ჩიკაგო ფაირთან" მოგებულ მატჩში (4:0) პოკერი შეასრულა, 148 გოლი დაუგროვდა და ლენდონ დონოვანის რეკორდი (145) გააუმჯობესა. აღნიშნული წარმატება კრისს დონოვანმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით მიულოცა.

ვონდოლოვსკი MLS-ის ოქროს ბუცის მფლობელი 2010 და 2012 წლებში გახდა. 2012 წელს ასევე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კრისმა კარიერა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში დაიწყო და 2005 წელს "სან ხოსეში" გადავიდა. ერთი წლის შემდეგ თავდამსხმელი "ჰიუსტონში" გადაბარგდა, სადაც ზედიზედ ორჯერ გახდა MLS-ის გამარჯვებული. ვონდოლოვსკი "სან ხოსეში" 2009 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ ამ გუნდის ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113514